სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: 

უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ სერვისებსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურება;

საუნივერსიტეტო აქტივობებში სტუდენტთა ჩართულობის მხარდაჭერა და სხვადასხვა სოციალური, სასწავლო თუ შემოქმედებითი პროექტების მომზადებისა და განხორციელების ხელშეწყობა.

სამსახური ორგანიზებას უწევს სტუდენტური დასაქმების პროგრამებს, უზრუნველყოფს სტუდენტთა ხელშეწყობას დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარჩვევების განვითარებაში, მათ ინფორმირებას შრომის ბაზრის დინამიკისა და პერსპექტივების შესახებ.

სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

საგანმანთლებლო პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებელთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ახორციელებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობას და სასწავლო პროცესთან დაახლოებას.

საგანმანთლებლო სფეროში მიმდინარე სხვადასხვა კონკურსების, პროექტების და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაცნობას;

უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო, კულტურულ-შემოქმედებითი, სპორტული საქმიანობის პოპულარიზაციას, ორგანიზებას და განხორციელებისათვის ხელშეწყობას;

სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახური ახორციელებს საუნივერსიტეტო სპორტული გუნდების, მუსიკალური ანსამბლებისა და შემოქმედებითი ჯგუფების შექმნის შესახებ სტუდენტთა ინიციატივების წარმოდგენას, მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობასა და საქმიანობის კოორდინაციას;

სამსახური უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო სპორტის პოპულარიზაციას, სპორტული ღონისძიებების/უნივერსიადების ორგანიზებას, ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენას და უნივერსიტეტის სახელით, რეგიონალურ თუ რესპუბლიკურ უნივერსიადებში, სტუდენტურ დღეებში მათი ჩართულობის ხელშეწყობას.

სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახური ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტების მხარდაჭერას. მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით, შესაბამისი წინადადებების, პროექტების შემუშავებას და განხორციელებისთვის ხელშეწყობას. დახმარებას საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვასა და დამსაქმებლებთან თუ შრომის ბაზრისა და დასაქმების საკითხებზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებთან (სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან) მათი თანამშრომლობის ხელშეწყობას.

სამსახური ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, უნივერსიტეტის წარმატებული, სოციალურად დაუცველი, ობოლი, დევნილი და სხვა კატეგორიის სტუდენტებისათვის ყოველწლიურად ახორციელებს სპეციალურ სასწავლო სოციალურ პროგრამას, ,,სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურში“.

სამსახური კოორდინირებას უწევს სტუდენტურ პორტალს, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებულ სერვისებზე, მნიშვნელოვან პროექტებსა და ღონისძიებებზე.

სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტურ თვითმმართველობასთან და სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგუფებთან და სტუდენტურ პერიოდულ გამოცემებთან.

სამსახურის შემადგენლობაში შედის კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის განყოფილება და კულტურისა და სპორტის განყოფილება, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული ფუნქციების სათანადოდ შესრულებას.